Friday, February 4, 2011

ფოტოხელოვნების ისტორია

          მოდით ფოტოგრაფიის შესწავლა იმით დავიწყოთ რომ გავეცნოთ ფოტოგრაფიის ისტორიას,ფაქტები და დოკუმენტაციები გვამცნობენ რომ ფოტოგრაფიის გამოგონების წინა მოვლენა იყო  ვერცხლის ნიტრატის შუქმგრძნობიარობის დადგენა, რაც თავდაპირველად გერმანელმა მეცნიერმა ი.შულცმა აღმოაჩინა 1727 წელს.
  • 1802 წელს ინგლისელმა ტ.უეჯვუდმა გამოსახულება მიიღო ისეთ ქაღალდზე, რომელიც გაჟღენთილი იყო ვერცხლის ნიტრატის ხსნარით, მაგრამ ვერ მონახა გამოსახულების დამაგრების ხერხი.

  •   საზოგადოდ კი ფოტოგრაფიის გამოგონების თარიღად ითვლება 1839 წლის 19 აგვისტო, როცა პარიზის მეცნიერებათა აკადემიაში ფიზიკოსმა დ.არაგომ განაცხადა, რომ ლ.დაგერმა და ჟ.ნიეპსმა ერთობლივად შეიმუშავეს გამოსახულებათა მიღების ხერხი, რომელსაც მოგვიანებით დაგეროტიპია უწოდეს.

  • ფოტოგრაფიის განვითარებაში ასევე უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა გერმანელი მეცნიერის ჰ.ფოგელის მიერ ოპტიკური სენსიბილიზაციის აღმოჩენას (1873)

  • . ფოტოგრაფიის განვითარებაში ახალი ეტაპია კამერა-ობსკურიდან გადასვლა ფოტოგრაფიულ აპარატზე, რომელსაც ჰქონდა სპეციალურად გაანგარიშებული ფოტოგრაფიული ობიექტივი (იგი 1840 წელს შექმნა უნგრელმა მეცნიერმა ი.პეცვალმა). ფოტოგრაფიული ოპტიკის განვითარების შემდგომ პერიოდში მიმდინარეობდა ობიექტივის თვისებებისა  და ფოტოაპარატის სრულყოფა.
თავდაპირველად ფოტოგრაფიის მიზანი იყო პორტრეტული ან ნატურალური გამოსახულებების მიღება დროის ისეთ პერიოდში, რომელიც გაცილებით ნაკლები იქნებოდა იმ დროზე, რომელიც დასჭირდებოდა მხატვარს ამავე მიზნის მისაღწევად. თავისი განვითარებისა და სრულყოფის პროცესში გამომსახველობითი ფოტოგრაფია იქცა ხელოვნების დამოუკიდებელ სახეობად – ფოტოხელოვნებად.
    ეხლა კი თვალი შევლეთ მსოფლიოს პირველ კამერას ჰმ უცნაურია არა სხვაობა დღევანდელ კამერას და მაშინდელს შორის სასაცილო,წარმოუდგენელიც კი ამ კამერის გამოყენება.
დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ ჩემი პოსტი და საინტერესოთ ჩათვლით
ქერაა..

No comments:

Post a Comment