Sunday, February 6, 2011

სწორი ფოტო კამერის არჩევა.

   მოგესალმებით,იმედია ყველანი კარგათ ხართ ხართ...დღევანდელი ჩემი პოსტის თემაა სწორი ფოტოკამერის არჩევა რადგანაც ფოტოკამერის გარეშე შეუდლებელია ფოტოხელოვნების შექმნა,ხოლო სწორად შერჩევა წინ გადადგმული ნაბიჯია..
   დამეთანხმებით ძალიან ძნელია არჩევანი შეაჩერო ერთ კამერაზე როცა ამხელა ასორტიმენტია არჩევანის,ჩემს მაგალითზე გეტყვით მე ზუსტად 4 თვე დამჭირდა ჩემტვის შესაფერისი კამერა ამერჩია. მაგრამ მაინც ასეა თუ ისე მაინც შესაძლებელია კამერათა ორ კატეგორიულ ჯგუფში მოქცევა.პირველი ჯგუფი იქნება ეგრეთ წოდებული "Point-and-Shoot" კამერა ხოლო მეორე არჩევანი იქნება პროფესიონალური D-SLR(Digital Single Lens Reflex)კამერა.
   Point-and-Shoot კამერა ძირითადად ოჯახისთვის ანდაც ფოტოგრაფიაში ღრმად არ დაინტერესებული ხალხისთვისაა რომელთათჳისაც  ფოტოაპარატი ლამაზი მომენტების და მოგონებების დასაფიქსირებელი მოწყობილობაა.მიუხედავად ღრმა ინტერესების არ ქონისა მაინც ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ რამდენიმე ფაქტორზე რაც მნიშვნელოვანია Point-and-Shoot კამერის შეძენისას.
  • თქვენს მოწონებულ კამერას უნდა ჰქონდეს ყველაზე ცოტა 5 მეგაპიქსელიანი სურათის სენსორი რათა ფოტოს დაბეჭვდისას გამოსახულება ლამაზი და გამოკვეთილი იყოს
  • თქვენს კამერას უნდა ქონდეს სხვადასხვა სიტუაციაში გადაღების ფუნქციები როგორიცაა სიბნელეში გადაღება და ა.შ.
  • დარწმუნდით რომ კამერას აქვს დიდი LCD ეკრანი რათა დარწმუნდეთ რომ თქვენი გადაღებული სურატი მოგწონთ და გინდათ ის შეინახოთ .
  • დარწმუნდით რომ თქვენ კამერა გამძლე ბატარეა აქვს.
  • ასევე კამერის შეძენისას დარწმუნდით რომ კამერას აქვს ყველაფერი რაც ოფიციალურ დოკუმენტშია ახწერილი რადგანაც ხშირია შემთხვევები როდესაც კომპლექტის შეძენისას ყუთში ყველაფერი არ აღმოჩნდება ხოლმე.
ეს Point-and-Shoot კამერაზე ეხლა კი ცოტა D-SLR კამერაზე ვისაუბროთ აი აქ არჩევნის გაკეთება ნამდვილად ძალიან ძნელია დამიჯერეთ,საკუთარი გამოცდილებით ვამბობ. ამ კამერის შეძენა იდეალურია მათთვის ვინც ფოტოგრაფიისადმი დიდ ინტერეს იჩენენ რადგან ეს კამერები გაძლევენ შესაძლებლობას გამოაჩინოთ მთელი თქვენი კრეატიულობა. D-SLR კამერის შეძენისას კარგი იქნება თუ თქვენ კამერა ცნობილი კომპანიის პროდუქცია იქნება.ჩემი გამოკვლევით ყველაზე კარგი კამერის მწარმოებელი კომპანიებია Nikon და Canon.ასევე გასათვალიწინებელი ფაქტორებია:
  • დარწმუნდით რომ თქვენ D-SLRკამერას აქვს თქვენთვის მოსახერხებელი ლინზი და ყველა ის აქსესორი რაც თქვენთჳის სურათის გადაღებას უფრო მეტად კომფორტულს და მოსახერხებელს გახდის.
  • შეამოწმეთ რომ კამერას შეუზლია თუ არა jped და raw ფორმატის სურათების გადაღება.
  • კამერას უნდა ქონდეს ყველაზე ცოტა 7 მეგაპიქსელიანი სურატის გადაღება.
  • ასევე მნიშვნელოვანია ბატარეას ქონდეს დიდი სიცოცხლე.ანუ გაძლოს დიდხანს და დიდი LCD ეკრანი.
  • დარწმუნდით რომ ყოველი შემთხვევისთვის გაქვთ რამდენიმე Memory card.
 მგონი ის ძირითადი ფაქტორებია რაც მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ კამერის ყიდვისას ასევე შეგიდლიათ თვალი გადაავლოთ ამ საინტებს შეიძლება სასრგებლოდ ჩათვალოთ http://www.photographyreview.com/
http://www.cameraview.com/
http://www.dcresource.com/
http://www.steves-digicams.com/

Friday, February 4, 2011

ფოტოხელოვნების ისტორია

          მოდით ფოტოგრაფიის შესწავლა იმით დავიწყოთ რომ გავეცნოთ ფოტოგრაფიის ისტორიას,ფაქტები და დოკუმენტაციები გვამცნობენ რომ ფოტოგრაფიის გამოგონების წინა მოვლენა იყო  ვერცხლის ნიტრატის შუქმგრძნობიარობის დადგენა, რაც თავდაპირველად გერმანელმა მეცნიერმა ი.შულცმა აღმოაჩინა 1727 წელს.
  • 1802 წელს ინგლისელმა ტ.უეჯვუდმა გამოსახულება მიიღო ისეთ ქაღალდზე, რომელიც გაჟღენთილი იყო ვერცხლის ნიტრატის ხსნარით, მაგრამ ვერ მონახა გამოსახულების დამაგრების ხერხი.

  •   საზოგადოდ კი ფოტოგრაფიის გამოგონების თარიღად ითვლება 1839 წლის 19 აგვისტო, როცა პარიზის მეცნიერებათა აკადემიაში ფიზიკოსმა დ.არაგომ განაცხადა, რომ ლ.დაგერმა და ჟ.ნიეპსმა ერთობლივად შეიმუშავეს გამოსახულებათა მიღების ხერხი, რომელსაც მოგვიანებით დაგეროტიპია უწოდეს.

  • ფოტოგრაფიის განვითარებაში ასევე უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა გერმანელი მეცნიერის ჰ.ფოგელის მიერ ოპტიკური სენსიბილიზაციის აღმოჩენას (1873)

  • . ფოტოგრაფიის განვითარებაში ახალი ეტაპია კამერა-ობსკურიდან გადასვლა ფოტოგრაფიულ აპარატზე, რომელსაც ჰქონდა სპეციალურად გაანგარიშებული ფოტოგრაფიული ობიექტივი (იგი 1840 წელს შექმნა უნგრელმა მეცნიერმა ი.პეცვალმა). ფოტოგრაფიული ოპტიკის განვითარების შემდგომ პერიოდში მიმდინარეობდა ობიექტივის თვისებებისა  და ფოტოაპარატის სრულყოფა.
თავდაპირველად ფოტოგრაფიის მიზანი იყო პორტრეტული ან ნატურალური გამოსახულებების მიღება დროის ისეთ პერიოდში, რომელიც გაცილებით ნაკლები იქნებოდა იმ დროზე, რომელიც დასჭირდებოდა მხატვარს ამავე მიზნის მისაღწევად. თავისი განვითარებისა და სრულყოფის პროცესში გამომსახველობითი ფოტოგრაფია იქცა ხელოვნების დამოუკიდებელ სახეობად – ფოტოხელოვნებად.
    ეხლა კი თვალი შევლეთ მსოფლიოს პირველ კამერას ჰმ უცნაურია არა სხვაობა დღევანდელ კამერას და მაშინდელს შორის სასაცილო,წარმოუდგენელიც კი ამ კამერის გამოყენება.
დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ ჩემი პოსტი და საინტერესოთ ჩათვლით
ქერაა..